მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2016

    მოსახლეობა მეტროსადგურ “სარაჯიშვილთან” არსებული ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვს

    ​თბილისის გლდანის რაიონის მოსახლეობა მეტროსადგურ “სარაჯიშვილიდან” გლდანის რაიონის გამგეობის მიმართულებით არსებულ გადასასვლელ ხიდზე მოაჯირების გაკეთებას და ქვეითების სავალი ნაწილის რეაბილიტაციას მოითხოვს.
    ​როგორც “სითი კვირას” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, აღნიშნულ ხიდზე გადასვლა სახიფათოა, რადგან მოაჯირი მყარი არ არის და ძლიერი ქარის დროს იძულებული არიან, ხიდის საავტომობილო ნაწილზე გადავიდნენ.


    ​მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდის ქვეითთა სასიარულო ნაწილი, ორმოულებში წვიმის დროს წყლის გუბეები წარმოიქმნება.
    “ღამის საათებში იძულებული ხარ, საავტომობილო ნაწილზე გადახვიდე, რადგან გზა დაზიანებულია”, – აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
    მოსახლეობის ინფორმაციით, ხიდს რეაბილიტაცია გაზაფხულზე, გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ბესიკ ქარცივაძის ყოფნისას ჩაუტარდა, მაგრამ რეაბილიტაცია სამწუხაროდ ქვეითთა ნაწილს არ შეხებია.
    “სითი კვირა” დაინტერესდა, აქვს თუ არა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მოგვარება?
    ​როგორც მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხიდებზე და გზაგამტარებზე მოაჯირების რეაბილიტაცია, მათ შორის არის აღნიშნული ხიდის მოაჯირების მოწყობაც.

     

     

     


პარტნიორები