მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ნოემბერი  2016

    თბილისის ზღვის მიმდებარედ 1100 ძირი მუხა დარგეს

    თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში კვირას, 20 ნოემბერს 2500 ხე-მცენარე დაირგო, ამათგან 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი.

    ​აქციაზე თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა და „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად ხეების დარგვაში მონაწილეობდა.

    დავით ნარმანიას შეფასებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა დედაქალაქში უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნის ღონისძიებებში და სხვა კომპანიებსაც მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ გამწვანების აქციებში.

    “კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ დღეს მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

    საშემოდგომო რგვების ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები.

    დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას 4 წლის განმავლობაში მერიის კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს.

    გამწვანების სეზონური ღონისძიებები თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ქალაქის მასშტაბით სულ 80 000 ხე-მცენარეს დარგავენ.

     

     

     

     

     


პარტნიორები