მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ნოემბერი  2016

    30 მლნ ლარის ინვესტიცია – ოზურგეთში თიხის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

    ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმო კომპანიამ „ასკანგელ ალიანსმა“ პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” გახსნა და 30 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

    საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.
    საწარმო გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებითარის აღჭურვილი.

    “ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით – გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ პირველად, ამ საწარმოს საქართველოს ისტორიაში, ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე, 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს შედეგად, ხოლო შემდგომში, დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. “აწარმოე საქართველოში” ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები, წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წარმატება ნახეს ქვეყნის გარეთ, უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და მისი აღმშენებლობის ფერხულში ერთვებიან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პარტნიორები