მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ნოემბერი  2016

    საქართველოში წარმოებული საღებავი "კაკადუ" ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს

    საქართველოში წარმოებული საღებავი "კაკადუ" ბაზრის 20%-ის დაკავებას გეგმავს. კომპანია "ვამ გრუპს" კასპში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გადაეცა.

    კომპანიას ამ დროისთვის ინვესტიციის სახით 125 ათასი ლარი აქვს ჩადებული. "კაკადუს" დამფუძნებელი მირიან გველესიანი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ საღებავს გერმანული ნედლეულით აწარმოებენ.

    მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმო დიდ კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული და საცალო გაყიდვებს არ ახორციელებს. შედეგად, "ვამ გრუპი" სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს.

    "კაკადუს" დამფუძნებელი აცხადებს, რომ საწარმოს დიდი პოტენციალი აქვს, რამდენადაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფართობის 2%-ს იყენებს. მისი ინფორმაციით, დღეს საწარმო დღიურად ერთ ტონა საღებავს აწარმოებს, თუმცა, გაზაფხულიდან 4-5- ტონის წარმოებას შეძლებს. მთლიანობაში კი "კაკადუს" თვეში მინიმუმ 100 ტონა საღებავის წარმოება შეუძლია. საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ოდენობის პროდუქციის წარმოების შემთხვევაში ბაზრის 20%-ს დაკავებას შეძლებენ.


პარტნიორები