სიახლეები
-
21 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
SolarPod-ის ნოვაცია მზის პანელების თიხაზე, ხეზე, თუნუქსა და მეტალოკრამიტზე დასამონტაჟებლად
მსოფლიო ბაზარზე დღითი დღე იზრდება მოთხოვნა მზის პანელებზე, მაგრამ ზოგიერთი სახურავის თავისებურების გამო მათი დაყენება პრობლემური ხდება.
გარემოსდაცვითი უინფორმაციისა და განათლების ცენტრი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მინესოტას შტატში, კომპანიაში SolarPod შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც მზის პანელების ბურღის გარეშე დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
SolarPod მონტაჟების სისტემა მზის პანელებს მარტივად ამაგრებს თიხაზე, ხეზე,თუნუქსა და მეტალოკრამიტზე.
უკონტაქტო მონტაჟი პანელების ექსპლუატაციას კოროზიის შემცირების ხარჯზე ზრდის, ამავე დროს ის საკმაოდ მდგრადია და უძლებს ქარის სიმძლავრეს 240 კმ/სთ-ში.
სისტემა ასევე ამცირებს მონტაჟის დროს, მომსახურების დანახარჯსა და სურვილის შემთხვევაში ახალი პანელების დამატებასაც აიოლებს.