მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ნოემბერი  2016

    ზაჰესის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის კედელი გაამაგრეს

    თბილისის გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, თავისუფლების ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს კაპიტალური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 25 000 ლარამდე დაიხარჯა.

    აღნიშნული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონის მასშტაბით, პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხუთ მისამართზე დასრულდა სახურავის, ხოლო ორ მისამართზე – ლიფტის მოწყობა. აღნიშნულ პროექტებზე 34 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

    მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება.

     

     

     


პარტნიორები