მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ნოემბერი  2016

    დეველოპერს ვაკეშიც და თემქაზეც მშენებლობა ერთი და იგივე ფასი უჯდება

    ცენტრალურ უბნებში დეველოპერებისთვის მაღალი გადასახადი უნდა იყოს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა.

    მისი თქმით, დეველოპერს ვაკეშიც და თემქაზეც მშენებლობა ერთი და იგივე ფასი უჯდება, მოგების მარჟა ვაკეში კი 5-6-ჯერ აღემატება გარეუბნებში მშენებლობების მოგების მარჟებს.

    "ჩემი პოზიცია ასეთია, თუმცა, ძალიან უტრირებას ვაკეთებ, პირობითად გავაკეთოთ ასე, რომ ვისაც 500 დოლარი აქვს მოგება, ამ 500-დან 200 დოლარი გადაიხადოს რაღაც ფონდში და ეს 200 დოლარი მივცეთ იმას, ვინც მშენებლობისას 50 დოლარი მოიგო. ანუ სიხარულით წავიდეს ბიზნესი ქალაქგარეთ. სხვანაირად ჩვენ თუ სტიმული არ მივეცით ბიზნესს, არ განვითარდება გარეუბნები“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

    მისივე განცხადებით, დაუშვებელია, რომ ერთსა და იმავე ქალაქში ფასები უბნებს შორის 5-6-ჯერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

    მშენებლობა გინდა გარეუბანში, გინდა ცენტრში ერთი და იგივე ჯდება. მე ბევრად უფრო მკაცრი პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ცენტრალურ უბნებში დეველოპერებისთვის გადასახადი უფრო მეტი უნდა იყოს იმიტომ, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც ცენტრში აშენებს, მისი გასაყიდი ფასი არ იზრდება იმიტომ, რომ მან კარგი პროდუქტი შექმნა, არამედ იმიტომ, რომ ეს ცენტრშია. მაღალი ღირებულება კი არის მუნიციპალიტეტის დამსახურება და არა კონკრეტული დეველოპერული კომპანიის. ცენტრში უფრო განვითარებულია ინფრასტრუქტურა, პარკინგი, ტრანსპორტი,გამწვანება და ა.შ. სწორედ ამიტომ აქვს ვაკეს დიდი ფასი, ვიდრე ვთქვათ, თემქას.

    მგონია, რომ მშენებლობა ვაკეშიც და თემქაზეც იგივე ფასი ჯდება, ბლოკი და ცემენტი ორივე უბანში ერთი უჯდება დეველოპერს. აქ განსხვავებულია მიწის ღირებულება და მიწის ღირებულება იმიტომ არის ვაკეში მაღალი, რომ მერიამ მეტი ინვესტიცია განახორციელა ვაკეში.

    ამ შემთხვევაში ცენტრალურ უბნებში უნდა იყოს მაღალი გადასახადი და ეს გადასახადი მოხმარდეს გარეუბნებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც გაზრდის ფასებს ამ უბნებში. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ფასები იყოს მეტ-ნაკლებად ერთნაირი. დაუშვებელია, ერთ ქალაქში ზოგ შემთხვევაში 6-7-ჯერ განსხვავებული",- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები