მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ნოემბერი  2016

    კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი 5 027 000 ლარად გაიყიდა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც განახორციელებს 10 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას. პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე გაყიდული ობიექტია.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაყიდა. უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა და 5 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.


პარტნიორები