სიახლეები
-
K2 კოეფიციენტის დროებითი შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს
კონკრეტულ უბნებში კ2 კოეფიციენტის დროებითი შეზღუდვა, შესაძლოა, ძალაში დარჩეს,- ამის შესახებ დავით ნარმანიამ „ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ გენერალურ გეგაზე მომუშავე ჯგუფმა, გადაწყვიტა, რომ კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა საჭიროა, შეზღუდვები დარჩება.
„ჩვენ თავიდან, როდესაც შევზღუდეთ კ2 კოეფიციენტი, ითქვა, რომ გენერალური გეგმის შექმნამდე იმოქმედებდა ეს დროებითი რეგულაცია. თუ გენერალური გეგმა დაადგენს იგივე შეზღუდვებს და თუ მეტი ინტენსივობის განვითარების საშუალება არ იქნება გენერალური გეგმით, ეს ასე უნდა დარჩეს. თუ მათი დასკვნა იქნება არგუმენტებული, რასაკვირველია, შეზღუდვები დარჩება",- აცხადებს დავით ნარმანია.
კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა მიმდინარე წლის თებერვალში დაწესდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დროებითი შეზღუდვის შემოღების მიზანი ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილებაა.




