სიახლეები
-
16 აპრილი 2016
თქვენი რეკლამა
კუნძულ ტენერიფეზე შენობის ჩამონგრევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც. ინციდენტი 14 აპრილს ქალაქ ლოს-კრისტიანოსში მოხდა. მაშველებმა ნანგრევებში უკვე ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი. უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა, თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტის დროს მიმდინარეობდა შენობის რეკონსტრუქცია.