სიახლეები
-
მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 670 000 ლარია გათვალისწინებული
მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 670 000 ლარია გათვალისწინებული. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ვარდების მოედნისა და მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მარშრუტისა და საბაგრიო გზის ქვედა სადგურის განთავსების ადგილის შეცვლა. ასევე ბიუჯეტში დამატებითი თანხებია გამოყოფილი რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის რეკონსტრუქციისთვისაც. კერძოდ, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტი 349 000 ლარი დახარჯება. პროექტში ვკიტხულობთ, რომ ქალაქ თბილისის რთულმა რელიეფმა და ტურიზმის განვითარებამ მოითხოვა არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება.




