სიახლეები
-
"სამშენებლო მასალების ხარისხზე კონტროლი და რეგულაციები უნდა დაწესდეს"
სამშენებლო მასალების ხარისხზე კონტროლი და რეგულაციები უნდა დაწესდეს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია მ2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განუცხადა. მისივე თქმით სამშენებლო კოდექსმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი საკიტხები, როგორიცაა მშენებლობის პროცესში ადამიანის სიცოცხლის შესაბამისი სტანდარტები და ენერგოეფექტურობა შენობებში.
"ეს ჩვენ თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს, იმ კომპანიებთან ვინც ამ წესებს არ იცავს. მაგალითად ჩვენ უმაღლესი ხარისხის ბეტონს ვიყენებთ, გარდა ამისა სახსრებს ვხარჯავთ მის კონტროლზე რაც ასევე აძვირებს მშენებლობას.
მსგავსი კონტროლი აწევს მშენებლობის ხარისხსს და მოიგებს მხოლოდ მომხმარებელი.
ეს არ იქნება გამკაცრება, ესაა ის რაც ნორმალურ ქვეყანაში ისედაც ხდება", - განაცხადა ბურდილაძემ.




