მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ნოემბერი  2016

    თბილისის საქალაქო სასამართლო „პანორამა თბილისის“ საქმეს ხვალ განიხილავს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე მთავარი სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.
    სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღების“ და ,,სოლოლაკი ს მაღლობის“ მშენებლობა.
    დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო.

     

     


პარტნიორები