მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ნოემბერი  2016

    „ლიდერფუდი“ ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდ საწარმოს მცხეთაში ააშენებს

    თბილისი (BPI) – კომპანია „ლიდერფუდი“ ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდ საწარმოს ააშენებს.

    კომპანია საწარმოს გაფართოებას სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება.

    საწარმოს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, ის აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალ-ტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში პროდუქტის ხარისხი შემოწმდება.

    ამავდროულად კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.

    კომპანიაში სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700-მდე გაიზრდება, ხოლო საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში.
    შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 მლნ დოლარს შეადგენს.


პარტნიორები