მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ნოემბერი  2016

    ხაშურში ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია

    ქალაქ ხაშურში ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია. პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფინანსა და ღირებულებამ 198 498 ლარი შეადგინა.
    ევროპული სტანდარტებით მოწყობილ მოედანზე გაიზარდა მოძრაობის ზოლების რაოდენობა და ისინი გზაგამყოფი კუნძულებით გაიმიჯნა. ყინვისას ავტომობილების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის წრის გარშემო დაიგო ქვაფენილი. მოეწყო განათება, საავტომობილო სადგომები, გაკეთდა გზის მონიშვნები, რაც აუმჯობესებს საავტომობილო და საფეხმავლო გადაადგილებას. მოედნის შუაგულში დამონტაჟდა საათი. პროექტის ფარგლებში აღდგა და შეიღება ადმინისტრაციული შენობის ფასადიც.
    ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი ქალაქის გალამაზების თვალსაზრისითაც.


პარტნიორები