მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  ნოემბერი  2016

    ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare მოთხოვნის ზრდის გამო ნომრების დამატებას აპირებს

    ციხისძირში, რამდენიმე თვის წინ გახსნილ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Castello Mare-ს ძირითადად ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სტუმრობენ.


    როგორც სასტუმროში „კომერსანტს" განუცხადეს, ამ დროისთვის საახალწლო პერიოდისთვის უკვე გაკეთებულია ჯავშნები.მათი უმრავლესობა კი უცხოელია. მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროზე დიდი მოხოვნაა, 2017 წლის გაზაფხულისთვის სასტუმრო Castello Mare-ეს მენჯმენტი არსებულ 87 ნომერს, კიდევ 23-ს დაუმატებს.


    სასტუმრო კომპლექსი ციხისძირში ბათუმიდან 17 კმ მოშორებით მდებარეობს. კომპლექსში 87 საცხორებელი ნომერია, 1 ვილა 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტი. სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს სპა რეკრეაციულ ზონას სატრენაჟორო დარბაზით, დახურული და ღია ინფინიტი აუზით, ჰამამით, 6 სახის საუნით, ჯაკუზით, კოსმეტოლოგიის კაბინეტით, სილამაზის სალონითა და 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურით.


    პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია.
     

     

     

     


    ავტორი: "კომერსანტი"


პარტნიორები