მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  აპრილი  2016

    საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

    ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, პირველი ქართული გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგები წარადგინეს.

    საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია. ეს სიტუაცია რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, აგრეთვე, მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო.

    გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის თქმით, მოსახლეობისა და ენერგეტიკის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" გადაწყვიტა მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე; მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში, გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს.
    "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" აცხადებენ, რომ გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მაისში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

    შესწავლების შედეგების გათვალისწინებით მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშით დადასტურებულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე 210-280 მლნ კუბური მეტრი სასარგებლო ტევადობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა და წარმოდგენილია პროექტის სტრატეგიული დანიშნულებისა და კომერციული მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის პირობები. ანგარიშში აგრეთვე განხილულია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები და რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება უშუალოდ გაზსაცავის მშენებლობის ეტაპის დაწყებამდე.
     

     


პარტნიორები