მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ნოემბერი  2016

    "სამშენებლო სფეროში სტანდარტები დაწესდება, რომელიც აუცილებლად ყველა კომპანიამ უნდა დაიცვას"

    “ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო კოდექსის დროულად მიღება და ამ კუთხით რეგულაციების შემოტანა”, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ქართული ოცნების წევრმა, კომპანია არქი ჯგუფის დამფუძნებელმა ილია წულაიამ განუცხადა. მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე დარგში მინიმალური რეგულაციები უნდა გატარდეს.

    -ბატონო ილია რა ტიპის ცვლილებებს გეგმავთ სამშენებლო კოდექსში?

    - კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები და დეველოპერები მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას აწვდიან, ისინი ხარისხზე არიან ორიენტირებულები, მაგრამ არიან ისეთი სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე დროებით არიან, ან კაპიტალის გარეშე შემოდიან და მათი ამოცანაა მოგება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ და თავიანთი ბიზნესი მომხმარებლის კაპიტალით განახორციელონ. ასეთ დროს მათთვის ხშირ შემთხვევაში ხარისხზე აქცენტის გაკეთება პრიორიტეტული არ არის. სტანდარტები დაწესდება, რომელიც აუცილებლად ყველა კომპანიამ უნდა დაიცვას და ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაცული იქნება.

    -კომპანიები, რომლებსაც კაპიტალი არ ექნებათ დეკლარირებული ისინი ვეღარ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას და სამშენებლო სფეროში დარეგისტრირებას?

    -მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ყველაფერი წერიგში იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ისეთი მდგომარეობა არ მივიღოთ, რომელიც 2008 წლის ბოლოდან რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და აქედან გამომდინარე, დღესაც ბევრი მშენებლობაა გაჩერებული. ჩვენ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაციცვათ. ნებისმიერი მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უძრავი ქონება რა ეტაპზეც არ უნდა შეიძინოს, იგი აუცილებლად დასრულდება და ხარისხიან მდგომარეობაში მიიღებს. კონკრეტულ მყიდველს აუცილებლად დასრულებული უძრავი ქონება უნდა ჩაბარდეს. ამაზე კონტროლი არ არის და შეიძლება მშენებლობა დაიწყონ, მერე რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი გაყიდონ, ან ვეღარ გაყიდონ ბინები და მშენებლობა გააჩერონ. ამ კუთხით რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მომხრე ვარ, ბიზნესისთვის რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები იყოს და აქ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, რომელიც კარგი იქნება, როგორც მომხმარებლისთის, ისე ბიზნესისთვის და არცერთი მხარის ინტერესი არ უნდა დაზარალდეს.

    - ამით უკვე მაღალ საფასო სეგმენტში ხომ არ გადავდივართ და კონკურენცია ხომ არ შეიზღუდება ფასთა შორის?

    -არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ასე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და დღესაც ამ დონეზეა, რომ ევროპული სტანდარტის ბინები აშენდეს და მომხმარებელს პროდუქცია შესაბამის ფასში შევთავაზოთ. აღნიშნული ინიცირება კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის თვითღირებულების ზრდას არანაირად არ გამოიწვევს. ეს თვითღირებულებას იმ კომპანიებს გაუზრდის, რომლებიც კონკურენციაში ჩართვას ხარისხის ხარჯზე ცდილობენ, ანუ მათთვის ამოსავალია ნაკლები ხარისხი შესთავაზონ მომხმარებელს. ასეთ დროს, საბოლოო ჯამში მომხმარებელი ზარალდება. კონკურენცია დღეს სამშენებლო ბაზარზე, რა თქმა უნდა, არის და მომავალშიც იქნება. ჩვენი ბაზარი დეველოპერული ბიზნესისთვის თავისუფალია. მე დარწმუნებული ვარ, ამ დონეზეც გაგრძელდება, შეიძლება უფრო მძაფრადაც, რადგან ჩვენი ეკონომიკა ღიაა და ბევრი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში სამშენებლო სფეროში თანხების ჩადებით და ეს კონკურენციას ხელს შეუწყობს. კონკურენცია იქნება კეთილსინდისიერი და ჯანსაღი და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ხარისხის ხარჯზე არ მოხდება.

     

     

     

     

     


პარტნიორები