მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ნოემბერი  2016

    არჩილის მონასტერთან და ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 3 მლნ ლარს აღწევს. არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, ამ დროისთვის, უკვე დაგებულია 4800 მ ასფალტის საფარი. ხოლო, ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი 1222 მ - იან გზაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და მალე ასფალტის დაგება დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოში შესასვლელებისა და ავტო სადგომის მოწყობა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.


პარტნიორები