მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  ნოემბერი  2016

    გერგეთამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია მომავალ წელს ჩაუტარდება

    გერგეთის სამებამდე ასასვლელ გზას რეაბილიტაცია მომავალ წელს ჩაუტარდება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, ტენდერი უკვე ჩატარებულია და გამარჯვებული გამოვლენილია. სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წელსვე უნდა დაიწყოს. მისი ინფორმაციით, შედეგად დაიგება როგორც გერგეთის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე საფეხმავლო გზა, რომელიც დღეს რთულ მდგომარეობაშია.

    „ამ წუთში არსებული გზა ძალიან დიდი პრობლემას უქმნის მოსახლეობას. მომავალ წელს იქ იქნება ბეტონის გზა, რომელიც მივა უშუალოდ ეკლესიამდე. იქნება მანქანის გზა ცალკე და ტურისტებისთვის გზა ცალკე. თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი, სამუშაოები იქნება მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება“,- აცხადებს კობა არაბული.


პარტნიორები