სიახლეები
-
ბათუმის Radisson-ში ახალი თურქული რესტორანი Etim-ი გაიხსნა
სასტუმრო „რადისონ ბლუში“ ახალ რესტორანი და ტერასა Etim-ი გაიხსნა.
სასტუმროს მენჯმენტის ცნობით, ამ წამოწყებით, ბაზარზე გაჩნდა საუკეთესო თურქული რესტორანი მაღალი კლასის მომსახურებითა და ტრადიციული თურქული კერძებით, როგორც ადგილობირვი მოსახლეობისთვის ასევე თურქი და საერთაშორისო მოგზაურებისთვის. რესტორანი “ეთიმის” კონცეფცია მოიცავს თურქული დიზაინის მსუბუქ შტრიხებს და ტრადიციული თურქული მომსახურების სტილს. მთავარი მენიუ კი თურქმა შეფ-მზარეულმა ფატიჰ ილმაზმა შეიქმნა, რომელიც სპეციალურად რადისონ ბლუ სტამბულიდან ჩავიდა ბათუმში.
ოფიციალური გახსნაზე სტუმრებმა ტრადიციული თურქული კერძები და სასმელები დააგემოვნეს.
რესტორნის მენიუ შეიცავს ისეთ ნაცნობ, ტრადიციულ, თურქულ კერძებს როგორიცაა: მეზეს ასორტი, ლაჰმაჯუნი, კოფტე ყველთან და კარაქიან ფლავთან ერთად. ხოლო ჯეზვეში მომზადებული თურქული ყავის ნამცხვარი, ნაყინთან ერთად კი ნამდვილად შეძლებს თქვენს სასიამოვნოდ გაოცებას.
გარდა იმისა რომ შეფ-მზარეულსა და მომსახურე პერსონალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თურქული კერძების მომზადებასა და სერვირებაში, ასევე კარგად იცნობენ თურქულ ტრადიციებსა და კულტურის თავისებურებებს, რაც თურქი სტუმრების ვიზიტს მეტად სასიამოვნოს გახდის. მომსახურბის სერვისს კი რესტორნის თურქი მენეჯერი ილჰამი კანი გააკონტროლებს, რომელიც ასევე მეზობელი სასტუმროდან ეწვევა ბათუმს.
„რესტორანი “ეთიმის” კონცეფცია და მენიუ შევიმუშავეთ შეფ-მზარეულ გოქან ტუფანთან ერთად, რომელიც რადისონ ბლუ სტამბულში მუშაობს და ახალი რესტორნების გახსნის უდიდესი გამოცდილება აქვს. იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა საკვების მაღალი ხარისხი და თუქული სტანდარტები რესტორანს დავამატეთ ისეთი აღჭურვილობები როგორიცაა: ქვის და გაზის ღუმელი, ქვის გრილი, გავაკეთეთ ტრადიციული ყავის კუთხე და აირანის მოსამზადებელი მანქანა. დამატებითი მცირე შტრიხები ინტერიერის დიზაინში კი მყუდრო თურქულ ატმოსფეროს შეგიქმნით“ – ნადინ ფერნბახერი, სასტუმროს მენეჯერი.





