სიახლეები
-
მთავრობა ანანოვების ყოფილ სასახლეს ყიდის
მთავრობა ანანოვების ყოფილ სასახლეს ყიდის. ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული სასახლე მთავრობის პროექტის ფარგლებში „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ იყიდება.
ობიექტის ღირებულება მილიონ 342 ათას ლარს შეადგენს. საუბარია 73 ათას 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე ჯერ არ გამოუტანიათ. სამთავრობო პროექტის მიხედვით, შემსყიდველს ადგილზე სასტუმროს აშენების ვალდებულება ექნება.





