მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ნოემბერი  2016

    წლის ბოლომდე TANAP-ის მშენებლობის 55% დასრულებული იქნება

    წლის ბოლომდე TANAP-ის მშენებლობის 55% დასრულებული იქნება. როგორც ადგილობრივ მედიასთან საუბრისას თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, გარდა ტრანსანატოლიური მილსადენისა თურქეთი კვლავ აქტიურად განიხილავს თურქული ნაკადის პროექტს.

    შეგახსენებთ, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

    შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.


პარტნიორები