მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ნოემბერი  2016

    "ქართველები საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად ტაილანდში, ბარსელონასა და დუბაიში ყიდულობენ"

    ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის Propertyabroad საქართველოს წარმომადგენლობაში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს ყველაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება ბარსელონას, დუბაის, მაიამის მიმართულებებზე, ასევე ტაილანდის კურორტებზე სამუასა და პატაიაზე, ასევე თურქეთში. როგორც კომპანიაში განმარტავენ ტაილანდში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 80 000 დოლარიდან იწყება, ქართველებისთვის მიმზიდველი კი აპარტოტელებია, რომლის მფლობელსაც უძრავი ქონების გაქირავების შემდეგ შემოსავლის მიღება შეუძლია.

    ბარსელონას შემთვევაში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 70 000 ევროდან იწყება. როგორც Propertyabroad-ში განმარტავენ, ესპანეთში უძრავი ქონების ფლობის შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქეს ქვეყანაში საცხოვრებელი ვიზის მოთხოვნის უფლება აქვს, რაც ბარსელონაში უძრავი ქონების ყიდვას მიმზიდველს ხდის.
    თურქეთის შემთხვევაში ქართველების უმეტესობა უძრავ ქონებას კურორტებზე კუშადასზე, ანტალიასა და ალანიაზე ყიდულობენ.

    Propertyabroad ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა და ის მომხმარებელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს.

     

     

     


პარტნიორები