მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ნოემბერი  2016

    თბილისში სასტუმრო RIXOS-ის გახსნა 2017 წლის ოქტომბრამდე გადაიდო

    სასტუმრო RIXOS TBILISI-ს გახსნა გადაიდო. როგორც ცნობილია, ინვესტორ კომპანია City M-ს სასტუმრო 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა გაეხსნა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმროს გახსნა, 2017 წლის ოქტომბრამდე გადავადდა.

    პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებული იქნება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე 250 000 ლარი გადარიცხოს, ვალდებულებების შესრულებისთვის კი 750 000 ლარის გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.

    როგორც განკარგულებაშია მითითებული, პირობების შესრულების სანაცვლოდ კომპანია პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება.

    City M-ის ვალდებულებად განისაზღვრება სასტუმროს მშენებლობაში 16 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    “რიქსოს თბილისი”, რომლის ბიუჯეტი 35 მლნ დოლარია, გუდიაშვილის ქ. №3-ში განთავსდება, სადაც 150 სასტუმრო ოთახი იქნება, მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება: საცურაო აუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი და 1 000 კვ.მ ფართობის ფოიე, რომელიც გადაიქცევა ბიზნესშეხვედრების სივრცედაც.
    5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – “რიქსოს თბილისის” – მთავარი მისაღების ინტერიერზე ებრაელი, თურქი და იტალიელი ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ასევე სპეციალურად “რიქსოს თბილისის” მთავარი მისაღებისთვის კომპანია “ლასვიტის“ წამყვანი დიზაინერები ამზადებენ ექსკლუზიურ ჭაღს.
    აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ბოლო ეტაპის მოპირკეთების და მოწყობის მიზნით City M-ს 12 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულება City M-მა “საქართველოს ბანკთან” 2015 წელს გააფორმა.


პარტნიორები