მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ნოემბერი  2016

    ექნება თუ არა სასტუმრო "საქართველოს" ახალ ინვესტორს დევნილების დაკმაყოფილების ვალდებულება, ჯერჯერობით უცნობია

    ვინ და როდის დააკმაყოფილებს სასტუმრო "საქართველოს" შენობაში შესახლებულ დევნილებს კვლავ უცნობი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ახალი, ირანელი ინვესტორი ჰყავს, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, რა ვალდებულებები ექნება კომპანიას. ბიზნესმენმა დავით კოდუამ შენობა რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა.

    როგორც "ბიზნესკონტრაქტს" დევნილთა სამინისტროში განუცხადეს, შენობის გასხვისების შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში მიიღეს, რის გამოც ახალ ინვესტორთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.

    ირანულ კომპანიასთან შეხვედრას დევნილთა სამინისტრო სავარაუდოდ დეკემბერში გამართავს, როცა პარლამენტი შეიკრიბება და საარჩევნო პროცესები საბოლოოდ დასრულებულად გამოცხადდება.

    დავით კოდუა სასტუმრო "საქართველოს" შენობას წლების განმავლობაში ფლობდა და იქ სასტუმრო "ჰილტონის" გახსნა სურდა, თუმცა, დევნილთა სამინისტროსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამ დრომდე სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.


პარტნიორები