მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ნოემბერი  2016

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

    გამარჯვებული 65 ამხანაგობის თავმჯდომარისათვის კახეთში ექსკურსია მოეწყო, ამის შემდგომ კი ისინი სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებული ამხანაგობების თავმჯდომარეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. კონკურსზე, ასევე, 4 ამხანაგობის თავმჯდომარეც დააჯილდოვეს, რომლებმაც წარმოადგინეს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ფილმის შინაარსი ასახავდა კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსის მესამე ეტაპი, განაცხადების მიღება 3 ნოემბერს დასრულდება.

    მათივე ინფორმაციით, კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წერილობითი შეტყობინების ფორმით ეცნობათ გამგეობის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ასევე, საინფორმაციო სტენდი განთავსებული იყო გამგეობის შენობაში.

    როგორც გამგეობაში განმარტავენ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.

     

     

     


პარტნიორები