სიახლეები
-
რომის ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა
რომის ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა. თბილისის მერიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მერიის წარმომადგენლები მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია" მონაწილეობდნენ. სამიტს 60-მდე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა კონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.




