სიახლეები
-
ბეისბოლის კლუბ Boston Red Sox -ის სახურავზე ბოსტანი გააშენეს
ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბეისბოლის კლუბის Boston Red Sox-ის სახურავის 1500 მ² ფართობს ბოსტნეულისა და მწვანილის მოსაყვანად იყენებენ. ყოველწლიურად ფერმაში ორ ტონამდე მოსავლის მიღებას ვარაუდობენ, რასაც შემდეგ სპორტსმენების საკვებად გამოიყენებენ. თავდაპირველად სახურავის გამწვანების იდეა ზაფხულში ხარჯების შესამცირებლად გაჩნდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, სრულფასოვანი ფერმა გაეშენებინათ. პროდუქტები სპორტული კლუბის მზარეულების დაკვეთით მოჰყავთ, რათა სპორტსმენებს სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება ჰქონდეთ. თავად ფერმა მოდული-კონტეინერებისგან შედგება, რომლებიც გრუნტის, ვერმიკომპოსტით და მიწით არის სავსე და წვეთოვანი სისტემით ირწყვება.



წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.




