მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  ოქტომბერი  2016

    ბუდაპეშტის ქუჩაზე 50 ძირი ხე დარგეს

    თბილისში დაწყებული საშემოდგომო რგვებისა და შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დღეს, 50 ძირი კვიპაროსი, მთის ნეკერჩხალი და ფიჭვი დარგეს.
    გამწვანების აქცია ბუდაპეშტის ქუჩის №40 -ის მიმდებარე ფერდობზე გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მონაწილეობდნენ.
    გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, დედაქალაქში სეზონური რგვები აქტიურად მიმდინარეობს და გამწვანების სამუშაოები მოიცავს, როგორც შემოგარენს, ასევე შიდა ტერიტორიებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეირჩა.
    ​მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სკვერებში და გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
    4I0A6750“მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სწორედ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია გავამწვანეთ. ღონისძიებაში მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.
    ნინო სულხანიშვილის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები მოსახლეობასთან ერთად შეირჩა, რომლის შემდეგაც შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება აქტიურად დაიწყო.
    ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანება იგეგმება. 50 000 ხე-მცენარეს მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დარგავენ. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5 -დან 3,5 მეტრის ფარგლებში მერყეობს.
    სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაცია, მინდვრის ნეკერჩახლი, იფანი, აღმოსავლური ჭადარი, ზეთისხილი, ჰიმალაის კედარი, კიპარისი, ნუშის და ვერხვის ნერგები.
    ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.

     

     

     


პარტნიორები