მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  ოქტომბერი  2016

    Tesla-მ მზის პანელიანი სახურავების წარმოება დაიწყო

    ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Motors ლოს-ანჯელესში მზის ენერგიის კომპანიასთან SolarCity ერთად პრეზენტაცია გამართა და სახლის სახურავისთვის მზის პანელი წარადგინა. BBC-ის ინფორმაციით, მზის პანელები გლუვი მინისგან იქნება დამზადებული და მათთვის სახლის სახურავის ფორმის მიცემა იქნება შესაძლებელი.

    მზის პანელების პრეზენტაციასთან ერთად, ენერგიის დაგროვების ახალი მოწყობილობის, Powerwall 2.0.-ის პრეზენტაცია შედგა, რომელიც მზის ენერგიის აკუმილირებას ახდენს და მისი საჭირობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გამოყენების საშუალებას იძლევა. მისი ფასი 5500 აშშ დოლარი იქნება და გაყიდვაში მომავალი წლიდან გაეშვება. მზის პანელების სახლების სახურევებზე დამონტაჟება მომავალი წლიდან იგეგმება.


პარტნიორები