სიახლეები
-
31 ოქტომბერი 2016
თქვენი რეკლამა
King David Residence-ი 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება
პროექტ King David -ის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. თამარ მეფის ხიდთან პროექტს ავსტრიული საინვესტიციო კომპანია Rezid Holding GmbH ახორციელებს, კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინი მარიამიძე, რადიო „კომერსანტთან" განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შესრულებულია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების 90%, საინჟინრო სამუშაოების 80%, ინფრასტრუქტურული სამუშაოების 50%. გაყიდულ აპარტამენტებში კი მიმდინარეობს თეთრი კარკასის სამუშაოები.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე გაყიდულია ფართების 30%. მომხმარებლები როგორც საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები არიან. მინიმალური კვადრატულობა 54 კვ.მ ია ფასები კი 1500-3100 დოლარამდეა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტ King David -ის საცხოვრებელი ნაწილის დასრულება წლის ბოლოს არის დაგეგმილი. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი 2017 წელს იქნება მზად. მშენებლობის ნებართვის მიხედვით პროექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 1 ივლისით. შესაბამისად გახსნის ცერემონიაც ზაფხულში გაიმართება.
პროექტის მიხედვით, თაუერები 19 და 31 სართულიანია. კომპანიაში აცხადებენ, რომ King David-ი სრულიად განსხვავებული პროექტია საქართველოს სამშენებლო ბაზრისთვის, როგორც კონცეფციით, ასევე სამშენებლო და საინჟინრო ტექნოლოგიებით. ეს არის პროექტი, სადაც საერთო ფართის თითქმის 40% დათმობილია ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მოიცავს ლობის, აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს, რესტორნებს, ღვინის მარანს და სხვა გასართობ-სარელაქსაციო დანიშნულების ფართებს.