მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  ოქტომბერი  2016

    სპეციალისტები პრემიუმ-კლასის შენობების სიმცირეზე საუბრობენ

    სპეციალისტები პრემიუმ-კლასის შენობების სიმცირეზე საუბრობენ – "დღეს ბევრი შენობა დასანგრევია, არადა სულ რაღაც 5-6 წლის წინაა აშენებული"

    საქართველოში პრემიუმ ხარისხის მშენებლობები და შენობები თითზე ჩამოსათვლელია - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" ხელმძღვანელი აიეტი კუკავა რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს. კუკავას თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა.



    „საერთაშორისო კომპანიამ თუ საქართველოში ოფისის გახსნა გადაწყვიტა, ექნება მოთხოვნა, რომ ოფისის შენობა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. რადგან თუ ოფისში შემოსულ კლიენტს ხანძრის ან მიწისძვრის გამო რაიმე დაუზიანდა, თანამშრომლები დაზარალდნენ, ეს იმიჯისთვის ძალიან სერიოზული რისკია, შეიძლება ვინმემ სათაო ოფისს უჩივლოს. ამიტომ, ვინც აქ შემოვა, ყველა საერთშორისო მოთხოვნას დააყენებს" - აცხადებს კუკავა.

    მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ და არ აქვთ იმედი, რომ ხარისხიან აქტივს ააშენებენ, ისინი სწრაფადვე ყიდიან ქონებას. კუკავა ამბობს, რომ დღეს, რასაც პრემიუმ ხარისხის შენობებს ეძახიან, საცხოვრებლად და საოფისედ არაა პრემიუმი და როდესაც ევროგაერთიანების სტანდარტებს მიუახლოვდებით, მათი ფასი კატასტროფულად დაეცემა.


    რაც შეეხება საშა ტერნესის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა აქვს და კომპანიები ძირითადად აშენებენ და მალევე ყიდიან, აიეტი კუკავა ამბობს, რომ ესეთი მოდელი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, სადაც გრძელვადიანი - იაფი ფულია. საქართველოში კი შენობა შენდება მოკლევადიანი გათვლებით, რადგან გაქირავების შემთხვევაში შემოსავლის კომპენსირება ვერ მოხდება, რამდენადაც შენობები ამორტიზებას განიცდიან. კუკავას განმარტებით, პრემიუმ კლასის შენობის ფასი მუდმივად იზრდება. „დღეს ბევრი შენობაა, რომელიც დასანგრევია, არადა სულ რაღაც 5-6 წლის წინაა აშენებული. დღეს ქვეყანაში პრემიუმ კლასის შენობები თითზე ჩამოსათვლელია" - დასძენს კუკავა.



    ჯინო ფერედაისის" ინვესტორი ნოდარ გიორგაძე, რომელიც თბილისის ზღვაზე მინი ქალაქს აშენებს,ამბობს, რომ გრელვადიან გაქირავებაზე გათვლილი კონცეფცია საინტერესოა და მუშაობს იქ სადაც იაფი ფულია და საპროცენტო განაკვეთი 1-2%ია „ჩვენთან 10-12%-ია საპროცენტო განაკვეთები და შეუძელებელია ამ კონფეფციით შენება, მაშინ გამოდის, რომ თვითღირებულებაში უნდა ჩადო 20-25%ით მეტი ფასი. „ ამბობს გიორგაძე. მისივე თქმით, „ჯინო გრინ სითის" პროექტში შენობების 80% გაიყიდება და მხოლოდ 20-25% გაქირავდება რადგან მთლიანად ქირაზე გათვლილი პროექტის გაკეთება წარმოუდგენელია.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები