მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  ოქტომბერი  2016

    "ასტონ მარტინი" სამშენებლო ბიზნესში შედის

    ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია "ასტონ მარტინი" უძრავი ქონების ბიზნესში შედის. მდიდრული კლასის ბრენდი კომპანია G and G Business Developments-თან ერთად მაიამის ცენტრში 66-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

    შენობა განთავსდება Biscayne Boulevard Way 300-ში. მასში მინიმუმ 390 საცხოვრებელი ბინა განთავსდება. დაგეგმილია ასევე შვიდი პენტჰაუსისა და დუპლექს პენტჰაუსის აშენება კერძო აუზებითა და ტერასით. აპარტამენტების ღირებულება 2 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

    ცათამბჯენი იალქნის ფორმის იქნება - დიზაინზე Revuelta Architecture და Bodas Mian Anger-მა იმუშავეს. შენობის გახსნა 2021 წლისთვის იგეგმება. დეტალურ ინფორმაციას დიზაინთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლები შემოდგომის მიწურულს გაახმოვანებენ. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ბინების გაყიდვა 2017 წლის მარტიდან დაიწყება.


    ფინანსური პრობლემების გამო, "ჯეიმს ბონდის" ავტომობილების წარმოებით სახელგანთქმული კომპანია, კრიზისის დაძლევას სხვადასხვა სფეროში ძალების მოსინჯვით ცდილობს.


    როგორც ცნობილია კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მონაკოში 1,5 მილიონ ევროიანი იახტა წარმოადგინა, ის ასევე თანამშრომლობს "ჰერმესსთან" საკუთარი ხაზის ტანსაცმლის წარმოებაზე, ახლა კი ძალების მოსინჯვას უძრავი ქონების ბაზარზეც გეგმავს.

    მაიამიში საავტომობილო კომპანიის ბრენდის სახელით უკვე არის ერთი ცათამბჯენი, კომპლექსი - Porsche Design Tower. შენობა აღჭურვილის შუშის ლიფტებით, რომელთა გამოყენებით ავტომანქანას საჭირო სართულზე ადის. 60 სართულიან ცათამბჯენში ყველაზე ძვირი აპარტამენტი 2016 წლის ზაფხულში 32,5 მილიონად შეფასდა.


პარტნიორები