სიახლეები
-
იტალიელებმა კომპაქტური მზის პანელები შექმნეს
იტალიურმა კომპანია Dyaqua Invosible Solar-მა კომპაქტური მზის პანელები შექმნა, რომლებიც გარეგნულად ხეს, კრამიტს, ბეტონსა და თუნუქს არის მიმსგავსებული.
როგორც იტალიურ კომპანიაში განმარტავენ, თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება. ფუნქციების გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ მხარესაც. სახურავი ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ ენერგოეფექტიანად მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, მზის პანელები არატოქსიკური და მყარი მასალისგან მზადდება და სერიოზულ დატვირთვას შეუძლია გაუძლოს. ამჟამად პროექტის რეალიზაციისთვის თანადაფინანსების პლატფორმაზე თანხების მოძიება მიმდინარეობს.
წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
http://www.dyaqua.it/_en/index.php




