მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ოქტომბერი  2016

    ვაკის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს

    თბილისის ვაკის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2 მლნ. 52 500 ლარი დახარჯა. თანხა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს.

    ​როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის პრესსამსახურში განუცხადეს, პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონის მასშტაბით შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 50 მისამართზე შეაკეთეს, კერძოდ, გაარემონტეს დაახლოებით, 12 142 კვ. მ. ფართობის ბრტყელი და 12 513 კვ. მ. ფართობის ქანობიანი სახურავი.

    გარდა ამისა, 65 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს, 66 მისამართზე შეაკეთეს შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობა. 21 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავის წყალსაწრეტ მილებს. სადარბაზოების რემონტი 31 მისამართზე განხორციელდა. სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია – 5 მისამართზე, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა, სადარბაზოს კარის დამზადება და მონტაჟი – 15 მისამართზე განხორციელდა.

    ​მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონის მასშტაბით კორპუსებში და საერთო სარგებლობის კიბეები – 13 მისამართზე, სადარბაზოს სენსორული განათება დამონტაჟდა 6 მისამართზე. გარდა ამისა, განხორციელდა 2 კორპუსი კაპიტალურად გაამაგრეს.

    ​როგორც გამგეობაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ ჩატარდა.

     

     

     

     


პარტნიორები