სიახლეები
-
ბათუმში "კუბ თაუერის" მშენებლობა 2018 წელს დასრულდება
ბათუმში „კუბ თაუერის" მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. სასტუმროს კომპანია „ადოგ ჯორჯია" აშენებს, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია. თაუერში სასტუმროების საერთაშორისო ოპერატორი „სვისბელი" უნდა შევიდეს.საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ ძოძუაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამჟამად ობიექტის ნულოვანი ციკლის მშენებლობა მთავრდება.

ძოძუაშვილი ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში იყო გარკვუელი შეფერხებები არა კომპანიის მიზეზით თუმცა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულდება გრძელდება. მისივე თქმით, ინვესტორი კომპანია საქართველოში სხვა პროექტების განხორციელებითაც არის დაინტერესებული. „ადოგი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამშენებლო კომპანიაა, ფილიალები აქვთ ამერიკაშიც, გერმანიაშიც, ბაქოში კი ცენტრალური ოფისი მდებარეობს, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყება" აცხადებს ძოძუაშვილი.
„კუბ თაუერი" 30-სართულიანი სასტუმრო იქნება, სადაც 180 ნომერი განთავსდება. საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია.
მიხეილ ძოძუაშვილის განცხადებითვე, ბათუმის შემდეგ „სვისბელი" ს ბრენდით სასტუმროს გახსნა თბილისშიც განიხილება თუმცა ჯერ კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია.
„სვისბელი" 1987 წელსაა დაფუძნებული. სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებაროებს. ამჟამად ბრენდის ქვეშ 50ზე მეტი სასტუმრო ერთიანდება. სასტუმროები ძირითადად აზიის რეგიონშია.ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია




