სიახლეები
-
სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 134 000 ლარია გამოყოფილი ეწყობა ასფალტის საფარი, რის შემდეგაც მოეწყობა გზის გვერდითი ნაწილები. სამუშაოებს, რომელიც აგვისტოს თვეში დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.




