მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ოქტომბერი  2016

    აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს

    თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის მე-12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სკვერში აღმართულია ქანდაკება “საქართველოსთვის”, რომელიც ამ ტერიტორიაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დადგეს.

     სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: ბორდიურების გამოცვლა და შეკეთება; ლითონის ღობის შეღებვა; კიბეების რეაბილიტაცია; მოზაიკური ფილების დაგება. სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება.

    მათივე ინფორმაცით, აფხაზეთის სკვერის გარდა, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერშიც დაიწყეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზისპირა კედლის შეკეთება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამოცვლიან ბორდიურებს, დააგებენ ფილებს, შეაკეთებენ გარე განათების ბოძს, სასრიალოსა და საქანელებს. დადგამენ სკამებსა და ურნებს.

     

     

     


პარტნიორები