სიახლეები
-
მესხიშვილის ქუჩაზე წარმოქმნილი ორმოულები ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს
თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე გზის გარკვეული მონაკვეთი არის ჩავარდნილი. წარმოქმნილი ორმოული მოქალაქეებს ხელს უშლის უსაფრთხოდ გადაადგილებაში.
“ეს გზა ახალი დაგებულია, არ ვიცით, რამ გამოიწვია გზის ჩავარდნა. დღისით შევამჩნიე, გზა ჩავარდნილია და ვცდილობ, იმ მხარეს არ გავიარო, რათა ავტომობილი არ დაზიანდეს. ღამის საათებში ჩაღრმავებული კარგად არ ჩანს და დიდი შანსია, ვინმეს ავტომობილი დაუზიანდეს“, – აცხადებენ მოქალაქეები.ავლაბარში, სამების ეკლესიისკენ ამავალ მესხიშვილის ქუჩაზე აქტიური სატრანსპორტო მოძრაობაა. ამავე ქუჩაზე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები. გარდა ამისა, მესხიშვილის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილას, საკომუნიკაციო ჭის თავსახური გზის საფარზე დაბლაა დარჩენილი, რაც გზაზე, ასევე, ორმოულს ქმნის.





