მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ოქტომბერი  2016

    რუხში 220 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება

    ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუხში 220 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
    საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.
    ამ დროისთვის დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა; გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები; მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი; დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
    სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა; რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.
    მშენებლობაზე 154 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია;

     

     

     


პარტნიორები