მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ოქტომბერი  2016

    რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

    აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დააფინანსებით განხორციელდება.

    ამ ეტაპზე, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები 4 კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ კომპანიასთან დაიწყება საკონტრაქტო მოლაპარაკებები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება.

    რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ. აშშ. დოლარია. რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაგეგმილია 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მისი სავარაუდო ღირებულება 110 მლნ. აშშ. დოლარია.


პარტნიორები