მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ოქტომბერი  2016

    ბატონის სასახლის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

    საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავში ბატონის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი მოინახულა.

    რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

    მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით მიმდინარეობს. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.

    სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

    "ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი. პროქტის ფარგლებში უკვე, ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს", - განმარტავენ უწყებაში.


პარტნიორები