სიახლეები
-
მუსხში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს ( ფოტო )
სოფელ მუსხის საავტომობილო გზის მონკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
მუსხის სავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის ორფენიანი საფარი 1 200 მეტრზე იგება და ეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 308 107 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს კი შ.პ.ს „არალი“ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელების პირველ ეტპზე ასფალტო-ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგო.









