სიახლეები
-
11 აპრილი 2016
თქვენი რეკლამა
დავით აღმაშენებლის გამზირი N50 - ში მდებარე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის I ნახევარშია აგებული
დავით აღმაშენებლის გამზირი N50 - ში მდებარე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის I ნახევარშია აგებული და იგი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს. მსგავსი ნაგებობები შემონახულია დავით აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე.
დავით აღმაშენებლის N50 ნომრით ორი შენობაა დათარიღებული: ერთი გამზირზე არსებული ორსართულიანი სახლი და მეორე ეზოს სიღრმეში შემორჩენილი, მოდერნის სტილის ნაგებობა, რომელიც XX საუკუნის განმავლობაში სტამბად გამოიყენებოდა.
სახლის თავდაპირველი მდგომარეობა ღიობების გაზრდის გამო მნიშვნელოვნად არის სახეცვლილი . ფასადის მთავარ მხატვრულ აქცენტს მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში შეკიდული აივანი წარმოადგენს.
შენობის ერთ მხარეს ღრმა შესასვლელი გვირაბია, რომლის საშუალებითაც ძეგლის ეზოში ვხვდებით. ეზოს ფასადი ისევეა გადაწყვეტილი, როგორც თბილისური სახლების უმეტესობა, იგი შემკულია ხის გალერეა-შუშაბანდების არქიტექტურული მოტივით.
პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირი N50-ში მდებარე ისტორიულ შენობას რესტავრაცია და რეაბილიტაცია უტარდება. ამჟამად, ფასადის ლესვის და სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობის დეკორატიული ელემენტების აღდგენა სარესტავრაციო საამქროში ხდება. დავით აღმაშენებლის N50-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.