მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ოქტომბერი  2016

    თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები განთავსდება

    "თბილსერვის ჯგუფი" მომავალი წლიდან თბილისში მიწისქვეშა კონტეინერებების განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ "პალიტრანიუსის"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.


    "ნაგვის ურნებისთვის ქალაქში ადგილი აღარ მოიძებნება. არც პარკინგის ადგილია. დაპარკინგების მიზნით ზოგიერთ ადგილებში ადამიანები ურნებს თავად გადაადგილებენ და ზოგჯერ შუა ქუჩაში დგამენ. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან მტკივნებული თემაა. ადგილი მცირეა, ვერც მანქანას გააჩერებ და ვერც ნაგვის ურნას დადგამ. ამიტომ გვინდა ისეთ ადგილებში, სადაც მჭიდრო მოძრაობა და პარკინგის პრობლემაა, მიწისქვეშა კონტეინრები განვათავსოთ. ამ ნაგვის ურნების დაცლა ყოველი 2-3 საათის ნაცვლად, 3-4 დღეში იქნება საჭირო. ეს მომავლის პროექტია და გვინდა, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ", - განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ "პალიტრანიუსის"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა".


    ამასთან, დოლიძის თქმით, მალე თბილისში "ქვეითი დასუფთავების ინსპექტორი" გამოჩნდება. "ის ქუჩაში ივლის, აღჭურვილი იქნება კამერით და ქალაქში სისუფთავეს გააკონტროლებს. პირველ ეტაპზე გვინდა იმ ქუჩებზე მაინც შემოვიღოთ დასუფთავების ინსპექცია, რომელიც ცენტრალურია და სადაც ბევრი ტურისტი დადის. პროქტი უკვე არსებობს და ახალი წლიდან ქვეითი ეკიპაჟი უკვე ივლის ქალაქში", - განაცხადა დავით დოლიძემ.


    მისივე თქმით, პროექტის დამტკიცებამდე შსს-თან იურიდიული და ტექნიკური საკითხების შეთანხმება მიმდინარეობდა, თუ რამდენად ჰქონდა "თბილსერვის ჯგუფს" ადამიანის გაჩერებისა და დაჯარიმების უფლება. დავით დოლიძის განცხადებით, მათ ეს უფლება უკვე მიენიჭათ და ქვეითი ინსპექტორი ქალაქში მომვალი წლიდან შემოვა.


    დავით დოლიძის განცხადებით, „თბილსერვის ჯფუფში" არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ძირითადად სამშენებლო კომპანიების აჯარიმებს.
    "სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ 10 ეკიპაჟი გვყავს, რომელიც ქალაქში 10 რაიონს ემსახურება. ძირითადად ჩვენგან სამშენებლო ნარჩენებზე ხდება დაჯარიმება. სამშენებლო ნარჩენები ისეთ ადგილას იყრება, სადაც დაშვებული არ არის. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებზე ძალიან ბევრი ჯარიმა იწერება", - განაცხადა დავით დოლიძემ.


პარტნიორები