სიახლეები
-
კლინიკა "მედი" შეკვეთილში სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექსს 2 წელში გახსნის
კლინიკა „მედი“ შეკვეთილში სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექსს გახსნის. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ კლინიკის ხელმძღვანელმა ლია სონიშვილმა განუცხადა, კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
მისივე ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება. დეტალებზე კლინიკის ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ საუბრობს.
სასტუმროს პროექტმა მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსის ჯილდო მოიპოვა. პროექტისთვის არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ გავლენიანი არქიტექტურული კონკურსის Architizer-ის პრიზი აიღო.
რამდენიმე თვის წინ არქიტექტორი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობდა, რომ ადგილი სრულად გამწვანებულია და ის რამდენიმე ზოლად არის დაყოფილი. პირველ ზოლში ფიჭვნარის ტერიტორიაა. ადგილზე სასტუმრო განთავსდება, რომელშიც დამსვენებლებს სხვადასხვა გამაჯანსარებელი პროცედურების მიღება შეეძლებათ.
ქართველი არქიტექტორის შეკვეთილის სასტუმროს პროექტმა საერთაშორისო კონკურსის ჯილდო მოიპოვა (ფოტო)




