მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ოქტომბერი  2016

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის ბრენდის შემოყვანა განიხილება

    რადიო „კომერსანტისთვის"ცნობილი ხდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროების მსოფლიო ბრენდის „ჰილტონის" შეყვანა განიხილება. პროექტის სავარაუდო რენდერების ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს პროექტი კომპანია „ჯორჯიან ფროფერთისისგან" ლატვიურმა საინვესტიციო ჯგუფმა „გრანატ ინვესტმენტმა" გამოისყიდა. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით კი ადგილზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა გაიხსნას. „გრანატ ინვესტმენტი" ამ ეტაპზე სასტუმროს ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესს დროს სჭირდება. შეთანხმების მიხედვით სასტუმრო 4 წელიწადში უნდა გაიხსნას, 120 ნომრიანი უნდა იყოს და მასში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს.

    ლატვიური „გრანატი" კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც აქტივები სხვადასხვა მიმართულებით აქვს. კომპანიას ოფისები აქვს ლატვიაში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლის ელგუჯა ცინცაძის ინფორმაციით, სასტუმრო „გრანატის" პირველი პროექტია საქართველოში, თუმცა სამომავლოდ სამედიცინო კუთხით, ასევე სამშენებლო მასალების, კონკრეტულად ცემენტის ბიზნესის მიმართულებით გეგმავენ გააქტიურებას და თანამშრომლობას როგორც სახელმწიფოსთან, ისე კერძო სტრუქტურებთან.


    გავრცელებული რენდერების მიხედვით ირკვევა, რომ მოხდება არსებული შენობის რეკონსტრუქცია და რამდენიმე სართულის დამატება. პროექტის მიხედვით შენობა 11 სართულიანია.

    თბილისში „ჰილტონის" ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას მომავალ წელს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც გეგმავს. Hilton Garden inn-ნი ჭავჭავაძის გამზირზე შენდება, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია.

    „ჰილტონის" ბრენდის შემოყვანას, რამდენიმე წელია ცდილობს ბიზნესმენი დავით კოდუაც, რომელსაც სასტუმროს გახსნა მელიქიშვილის გამზირზე, ყოფილი სასტუმრო „საქართველოს" ნაცვლად სურს.

     

     

     

     

    ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია


პარტნიორები