სიახლეები
-
7 მნიშვნელოვანი მოვლენა მწვანე არქიტექტურაში

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში Azure უდიდესი პროგრესის მოწმე გახდა ეკო-დიზაინში, რომელშიც უდავოდ გამორჩეულია: Cradle to Cradle, პირველი მზის ენერგიით მკვებავი ქალაქები და ორგანული საშენი მასალების განვითარება.
1985 წელს „ბრიტანული ანტარქტიკის მკვლევართა“ (British Antarctic Survey) მეცნიერებმა აღმოაჩინეს ოზონის ხვრელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ახალმა ამბავმა დაშოკა მსოფლიო და გაძლიერდა ხელისუფლებისადმი მიმართვები. ხუთი წლის შემდეგ დედამიწის დღე გახდა გლობალური ფენომენი, რომელსაც ეკო-ცნობიერება შეაქვს სახლებსა და კომერციულ სივრცეებში მსოფლიოს გარშემო. 1992 წელს რიო დე ჟანეიროში დედამიწის სამიტზე შეიკრიბნენ მთავრობათა ლიდერები და ხელი მოკიდეს დაბინძურების კრიზისის თემას. მსოფლიოს ნახშირბადის შემცველი აირების მესამედი ტრიალებს მშენებლობაში და უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში არქიტექტურა მისი ძირითადი სამიზნე იყო.
1990 წელს ჩვენ ვიხილეთ პირველი პროგრამის შეფასება, ხმის მიცემა და სერტიფიცირება შენობათა მდგრადობის კუთხით, რომელშიც მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს Building Research Establishment და Environmental Assessment Methodology (BREEAM), ასევე U.S Green Building Council-ის ლიდერი ენერგეტიკასა და გარემოს დიზაინის სფეროში, მათ მიერ დაწესებული სტანდარტები მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ეს არის LEED-სერტიფიცირებული პროექტი 140-ზე მეტ ქვეყანაში და მწვანე მშენებლობის საბჭოები მრავალ ქვეყანაში დაარსდა, მათ შორის კანადაშიც.
სანამ აღნიშნული ზომები მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენდა, მრავალი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც არქიტექტურული საზოგადოება შთააგონა წლების განმავლობაში. აქ მწვანე მშენებლობის შვიდი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა დამაფიქრებელი წიგნებით დაწყებული პროფესიონალი დამგეგმავებით დამთავრებული,რომლებიც ნახშირბადისგან დაცლილ ქალაქებზე ოცნებობენ.
1. ჩვენი აზროვნების შეცვლა
1990 წელს სამმა უმნიშვნელოვანესმა, აზროვნების ფუძემდებელმა ლიდერმა ჩვენი გონება წარმართა ახალი გზით, თუ როგორ შეიძლება, რომ დიზაინისა და არქიტექტურის პროფესიები უკეთ გამოივიყენოთ ბუნებასთან თანამშრომლობით და უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ. 1993 წელს Paul Hawken-მა დაწერა The Ecology of Commerce: A Declaration of Sustainability (კომერციის ეკოლოგია: მდგრადობის დეკლარაცია). ესაა თამაშის წესების შემცვლელი წიგნი, რომელმაც შთააგონა ცნობილი Ray Anderson – Interface-ის დამფუძნებელი, რომ მთლიანად გარდაექმნა მისი ბიზნესი. 1997 წელს Jeanine Benyus გამოჩნდა წიგნით Biomimicry: Innovation Inspired By Nature (ბიომიმიკრია: ბუნებისგან შთაგონებული ინოვაცია), რომელიც დიზაინერებს მოუწოდებდა, რომ მიებაძათ ბუნებრივი ფორმებისა და პროცესებისთვის. მან მთელ თაობაზე მოახდინა გავლენა. შემდეგ 2002 წელს William McDonough-სა და ქიმიკოს Michael Braungart-ის თანაავტორობით გამოვიდა წიგნი Cradle to Cradle: Remaking the Way We Make Things, მანიფესტი, რომელიც ახალ ინდუსტრიულ რევოლუციას იხმობდა. მისი მთავარი პრინციპი „ნაგავი უდრის საკვებს“ წარმოშობს ინდუსტრიულ ციკლს, რომელიც პროდუქტებს ხედავს, როგორც აგურებს, რომლისგანაც შემდეგ კედელი იქმნება, შენდება. პროდუქტები, ბიოლოგიური და ტექნიკური საკვები ნივთიერებები იშლება ბუნებრივად და შემდეგ ისევ საკვებ ციკლში ერთვება.

2. თანამედროვე შენობები მდგრადი ხდება.
1990-იან წლებში U.S Green Building Council-ის დაარსების, LEED სტანდარტების გამოყენებისა და Passivhaus Institut-ის შექმნის შემდეგ გერმანიაში ჩვენ დავიწყეთ პირველი თანამედროვე შენობების, როგორც მწვანე, ნატურალური შენობების მაგალითებად ნახვა და ნამდვილად ამბიციური მიზანი დავისახეთ: ნახშირბადის ნეიტრალურად გამოყენება. საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს შეეძლოთ მათი საკუთარი ენერგიის გამომუშავება მზის, ქარისა და გეოთერმული ენერგიის შერწყმით, ასევე პასიური ზომებით, როგორიცაა შენობის ისე ორიენტირება, რომ დღის სინათლის მაქსიმალური რაოდენობა მივიღოთ. ეს იდეა იყო იდეალი, რომლისკენაც მთელი პროფესია მიისწრაფვოდა.
ამ დროის განმავლობაში პროექტები, რომლებმაც მიიქციეს ჩვენი ყურადღება თანამედროვე დიზაინის პრინციპებითა და მდგრადობით, მოიცავდა: Futureshack-ს ავსტრალიელი Sean Godsell-გან (1985-2001), Rolf Disch-ის Heliotrope-სა (1994) (რომელიც მიჩნეულია, როგორც პირველი ნახშირბად-დადებითი შენობა) და ნოვატორულ ხელმისაწვდომ საცხოვრებელ პროექტს Santa Monica’s Pugh + Scarpa. 2002 წელს დასრულებული Colorado Court თითქმის ენერგო-ნეიტრალურია და პირველი სოციალური საცხოვრებელი პროექტი იყო, რომელმაც მიიღო Leed სერტიფიკატი. მას შემდეგ სამშენებლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა და არქიტექტორებს წვდომა აქვთ მწვანე, ბუნებრივი შემობების სამშენებლო ფაზებთან. ეს სფერო იმდენად განვითარდა, რომ ახლა შეგვიძლია ვიცხოვროთ სახლში, რომელიც აწარმოებს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე იყენებს.
3. ნახშირბად-ნეიტრალური ქალაქების ოსტატური დაგეგმვა.
როცა Paolo Soleri-მ დაიწყო მისი Arcosanti პროექტი არიზონას უდაბნოში 1970 წელს, მას მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, რომ ერთ დღეს ქალაქის დამგეგმავები შექმნიდნენ მთელი საზოგადოებისთვის გაუმჯობესებულ ვარიანტს, რომელიც მაქსიმალურ ეკოლოგიურ სისუფთავეს მოიცავდა. Heliotrope-ის შემდეგ Rolf Disch-მა შექმნა ერთ-ერთი პირველი მზის ენერგიით მკვებავი საზოგადოება – The Solar Settlement Freiburg-ში.
ყველაზე ძლიერი ცვლილება ხდება უკვე არსებულ ქალაქებში და 2002 წელს Edward Mazria-მ დააარსა Aechitecture 2030. ორგანიზაციამ გააერთიანა ქალაქები ჩრდ. ამერიკაში, რათა მიიღონ გამოწვევა 2030 წლისთვის, რაც გულისხმობს, რომ ამ ქალაქებში ყველა შენობა 2030 წელს იქნება ნახშირბად-ნეიტრალური. ორგანიზაციის წარმატების გასაღები მის პრაგმატულობაშია: იგი მუშაობდა წამყვან არქიტექტურულ ასოციაციებთან, რათა დაესახა მიზნები და შეექმნა მშენებლობის ისეთი სისტემები, რომლებსაც პროფესიონალებიც გამოიყენებდნენ შენობების შექმნისას.
4. მშენებლობა ორგანული ბლოკებით
1986 წლის შემდეგ, როდესაც Shingeru Ban-მა დაიწყო მუყაოს მილგაყვანილობის აღმოჩენა, მან მიიღო Pritzker Prize. გამარჯვებულმა ეს მასალა ექსტრაორდინალურად გამოიყენა საგანაგებო თავშესაფრებისთვის უბედურების ზონებსა და ისეთ მყარ სტრუქტურებშიც კი, როგორიცაა კათედრალი. მას გაუკეთა A-ს ფორმის სახურავი 86 ქაღალდის მილისგან და დაასრულა 2 წლის წინ Christchurch ახალ ზელანდიაში. იაპონელი არიტექტორის ნამუშევარმა შეაგულიანა სხვა არქიტექტორებიც, რომ შექმნან ორგანული სამშენებლო ბლოკები ტალახის, ხის, სოკოს და მრავალი სხვა ინდუსტრიული მასალის გამოყენებით. ახლა უბრალო მასალები გამოდიან წინა პლანზე: კოპენჰაგენის GXN ლაბორატორია, რომელიც ეკუთვნის არქიტექტურულ ფირმა 3XN-ს, თვლის, რომ კორპი იქნება შემდეგი აღმოჩენა. David Benjamin-მა კი გააფართოვა წარმოსახვა და წინა წელს წარადგინა კოშკური პავილიონი, რომელიც გაკეთებულია სოკოს მსგავსი აგურებისგან MoMA PS1-ზე ქუინსში, ნიუ-ოირკში.

5. ახალი სისტემების შექმნა
Foster + Partners-ის Gerkin, ალბათ, პირველი მაღალპროფილური პროექტი იყო მსოფლიოში, რომლის გარე ზედაპირიც კლიმატზე რეაგირებდა, მაგრამ დეკადის შემდეგ ახალი ტექნოლოგიები განვითარდა და შენობებს ადამიანის სხეულის მსგავად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. 2011 წელს ლოს-ანჯელესელმა არქიტექტორმა Doris Kim Sung-მა გამოფინა Bloom, მსუნთქავი შენობის კანის პროტოტიპი, რომელიც გაკეთებულია თერმობიმეტალით, რომელიც ფართოვდება და პასუხობს ექსტერიერის მოთხოვნილებებს, რომ დაიჩრდილოს ან გაგრილდეს ინტერიერი. შტუტგარტის უნივერსიტეტში Achim Menges-მა განავითარა Hygroskin, რომელიც ხეს აფართოებს ტენიანობის შესაბამისად. მექსიკო სითიში Torre de Especialidades საავადმყოფოს ცათამბჯენი დასრულდა 2013 წელს და მისი 2500 მ2-იანი ფასადი დაფარულია Prosolve370e-ით – უნიკალური ტიტანიუმის დიოქსიდის ფილით, რომელიც აქტიურდება ულტრაიისფერი სხივებით, ტყდება და ანეიტრალებს მავნე ნივთიერებებს.
6. ბუნების სახურავებზე დაბრუნება
2007 წელს იტალიელმა არქიტექტორმა Renzo Piano-მ California Academy of Sciences-ს სახურავზე გაუკეთა 2.5 აკრის ფართობის მცენარეულობა. ამ დროს არქიტექტურის კრიტიკოსმა Cristopher Hawthorne-მა დაწერა: „აქამდე ამერიკაში არც ერთ საჯარო შენობას არ ჰქონია ასე ერთმანეთთან შეთანხმებული და შეჯერებული მაღალპროფესიონალური დიზაინი და ეკოლოგიური სისუფთავე.“ გერმანიას უნდა გადავუხადოთ მადლობა მსოფლიოს მწვანე სახურავებით უზრუნველყოფისათვის. 1990 წელს ქვეყნის ლანდშაფტის განვითარების მკვლევარმა საზოგადოებამ მწვანე სახურავების საერთაშორისო სტანდარტი განავითარა.
მას შემდეგ მრავალმა ქალაქმა გადაწყვიტა გადასახადის შემცირება, როგორც საგრანტო პოლიტიკა, რათა შეაგულიანოს ხალხი, რომ ნაცრისფერიდან მწვანეზე გადაერთონ. 2009 წელს ტორონტო გახდა პირველი ჩრდილო ამერიკელი, რომელმაც სახურავის გამწვანება გააკეთა. გასულ კვირას კი საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ სახურავები დაფარული იყოს მზის პანელებით ან გამწვანებით, ან ორივე მათგანით. გარდა იმისა, რომ მწვანე საფარით მცირდება შენობის მიერ სითბოს მოხმარება და იზრდება მისი იზოლაცია, გამწვანებული სახურავების დადებითი მხარეა ისიც, რომ ჩიტებს და ფუტკრებს აქვთ ბუნებრივი საცხოვრებელი და იწმინდება ჰაერი.

7. ვერტიკალურიბის მაქსიმიზაცია და ქალაქების სიმაღლის ზრდა
რაც უფრო მჭიდროა ქალქის ცენტრი, მით უკეთესია. 2008 წელს Fritz Haeg-მა გამოაქვეყნა Edible Estates მოძრაობის მანიფესტი ქალაქების გასაუმჯობესებლად რესტორნებიდან დაწყებული, რომლებსაც ბოსტნეულის ბაღი სახურავზე აქვთ თანამაცხოვრებლებით დამთავრებული, რომელთაც აივნები აავსეს მცენარის ქოთნებით. არქიტექტორებისთვის ქალაქების სიმჭიდროვე დახუნძლულია შესაძლებლობებით. Stefano Boeri-ის Il Bosco Verticale მილანში 8 წლიანი მშენებლობის შემდეგ დასრულდა და ამბიციური საცხოვრებელი პროექტია. იგი აერთიანებს მცენარეების და ხეების მრავალ სახეობას აივნებზე, ასევე ჩიტებსა და მწერებს, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ქალაქში. ბარსელონაში კი Jean Nouvel-მა შექმნა სასტუმრო მოლივლივე ატრიუმით, რომელიც პალმებითაა სავსე. სხვა დიზაინერებიც დიდი ხანია ცდილობენ იმ იდეების განვითარებას, რომლებიც ვერტიკალურ შენობებს გადააქცევენ საკვების ქარხნებად, რაც უკვე მალე მოხდება ვაიომინგში.
ბეტონის, როგორც მშენებლობისთვის აუცილებელი მასალის გადახედვაც იგეგმება, რადგან Shingeru Ban-ის მასალების ინოვაციებიც შესანიშნავად მუშაობს ცათამბჯენებისთვის, რომელთათვისაც ხის გამოყენებაც შეიძლება, სადაც ნახშირბადის ნაკლები შემცველობაა. ვანკუვერელი არქიტექტორი Michael Green მთლიანად ხის სტრუქტურის მხარდამჭერია. მისი 29.5 მეტრიანი Wood Innovation Design Centre (2013) პრინს ჯორჯში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის შენობაა მსოფლიოში. ვენის Rüdiger Lainer and Partner ასევე გეგმავს რეკორდის მომხსნელი 84 მეტრიანი საცხოვრებელი ცათამბჯენის აშენებას.| წყარო | http://inndesign.ge/blog/7-mnishvnelovani-movlena-mtsvane-arqitequrashi/




