მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ოქტომბერი  2016

    სამეგრელოში ჩამოსხმული მინერალური წყალი "ლუგელა" ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

    სამეგრელოში ჩამოსხმული მინერალური წყალი "ლუგელა" ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისიდან გამოჩნდება.

    ამ ეტაპზე „ლუგელას“ ქარხნის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც კომპანია Group Anaklia-ში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, გარე სამუშაოები დასრულებულია, დანადგარები ჩამოტანილია და ამჟამად მათი გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს.

    კომპანიაში აცხადებენ, რომ მინერალური-სამკურნალო წყალს პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან. იგეგმება სამკურნალო წლის სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტიც.
    კომპანიის ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა ზაფხულში დაიწყო.

    ლუგელას სამკურანლო წყალი ჩხოროწყუს რაიონში მოიპოვება, ინვესტორებმა კი ქარხანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში ააშენეს. წყლის მოპოვებაზე შპს "ანაკლიას" ლიცენზია სახელმწიფომ მისცა, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.


პარტნიორები